Sunday, November 17, 2013

მერვე მოდულის შეფასება

მერვე მოდულის შეფასება ყველაზე სასიამოვნოა, რადგან ვნახეთ თემების პრეზენტაციები, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კოლეგების ნამუშევრები.ამ დღემ ყველას აჩვენა რამხელა ცოდნა შეგვძინა ტრენინგმა.

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

დღეს კითხვა-პასუხით მუშაობის სტრატეგიას გავეცანით. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლისათვის უმნიშვნელოვანესია კითხვების სწორად შერჩევა.მაპროვოცირებელი,ზოგადი კითხვა მოსწავლეების მოტივაციას ზრდის, აფართოებს აზროვნების არეალს, ზრდის თემისადმი ინტერესს.

Sunday, November 3, 2013

მესამე და მეოთხე მოდულის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ვისაუბრეთ, როგორ როგორ უნდა განუვითაროთ მოსწავლეებს ეს უნარები. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართებლივ და ეთიკურ საკითხებს. როგორ უნდა იყოს დაცული საავტორო უფლებები, როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისათვის, როგორ ვითანამშრომლოთ ტრენინგის ჯგუფის წევრებმა, გავცვალოთ აზრები, იდეები და ა.შ. ყველაზე საინტერესო იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. უმრავლესობამ პრეზენტაცია აირჩია. მართალი გითხრათ, დიდი სიამოვნებით მოვამზადე პრეზენტაცია მოსწავლეთა ნამუშევრისა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველი ტრენინგი მიღრმავებს სამუშაო პრაქტიკისათვის საჭირო უნარ- ჩვევებს, რაც , ვფიქრობ, კიდევ უფრო ადვილს გახდის მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც ესოდენ საჭიროა.

Saturday, November 2, 2013

მეორე მოდულის რეფლექსია

პირველი დღე:
 ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით სასწავლო პროექტების დაგეგმვას. კერძოდ, მოვიძიეთ საგნობრივი სტანდარტები და მათი ინდიკატორები, მათგან  შევარჩიეთ   პროექტზე მუშაობისას გასათვალისწინებელი და სტანდარტზე დაყრდნობით შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები და შედეგები. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს, ვიმუშავეთ კითხვების შედგენაზე. ვნახეთ სხვადასხვა დამატებითი რესურსები რამავ, კიდევ უფრო გაგვიადვილა ჩვენი პროექტის თემის შესაბამისი კითხვების ფორმულირება. ტრენინგი იყო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი.

მეორე დღე:
მეორე დღეს განვაგრძეთ მეორე მოდულზე მუშაობა, რაც ითვალისწინებდა შეფასების დროის ჩარჩოსა  და პროექტის პრეზენტაციის შექმნას. გავეცანით შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.ჩვენი პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და მოვამზადეთ პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგების განმავლობაში დრო სწრაფად გადის, რაც,  კიდევ ერთხელ, ადასტურებს, რომ მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა. ტრენერის დამოკიდებულება მასწავლებლებთან ქმნის სასიამოვნო გარემოს და თავისუფლად თანამშრომლობის საშუალებას.


Sunday, October 20, 2013

პირველი მოდულის რეფლექსია

წიგნი რომ შეუცვლელია, ამ საკითხზე დავა სისულელედ მიმაჩნია, მაგრამ დღეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლისათვის კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია. ამაში, კიდევ ერთხელ,  დამარწმუნა ტრენინგმა.
ძალიან მინდოდა ჩემს პრაქტიკაში დამენერგა პროექტებით სწავლება. პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს ტრენინგი ძალიან მჭირდებოდა.
პირველ დღეს განვსაზღვრეთ ტრენინგის მიზანი, გავეცანით პორტფოლიოს შემადგენელ კომპონენტებს. შევქმენით საქღალდეები ჩვენი პორტფოლიოსათვის, შევასრულეთ სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაო, დავეუფლეთ ისეთ უნარებს, რომლებიც მომავალში გაგვიადვილებს კომპიუტერთან მუშაობას.
მეორე დღეს ვიმუშავეთ პუბლიკაციის შექმნაზე. ინდივიდუალურად შევქმენი პუბლიკაცია: ბროშურა, ბუკლეტი, საგაზეთო სტატია და ა.შ. მუშაობის პროცესი იყო უაღრესად საინტერესო და შედეგიანი.