Sunday, November 3, 2013

მესამე და მეოთხე მოდულის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ვისაუბრეთ, როგორ როგორ უნდა განუვითაროთ მოსწავლეებს ეს უნარები. გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართებლივ და ეთიკურ საკითხებს. როგორ უნდა იყოს დაცული საავტორო უფლებები, როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტი კვლევისათვის, როგორ ვითანამშრომლოთ ტრენინგის ჯგუფის წევრებმა, გავცვალოთ აზრები, იდეები და ა.შ. ყველაზე საინტერესო იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. უმრავლესობამ პრეზენტაცია აირჩია. მართალი გითხრათ, დიდი სიამოვნებით მოვამზადე პრეზენტაცია მოსწავლეთა ნამუშევრისა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველი ტრენინგი მიღრმავებს სამუშაო პრაქტიკისათვის საჭირო უნარ- ჩვევებს, რაც , ვფიქრობ, კიდევ უფრო ადვილს გახდის მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც ესოდენ საჭიროა.

1 comment:

  1. ვეკო,ძალიან მომეწონა შენი მოსწავლის მიერ შერჩეული საპრეზენტაციო ნაშრომი ,კარგადაა შერჩეული სათაური,მიზანი საინტერესოდაა ჩამოყალიბებული, მომეწონა დიზაინი ,იცი, დაამშვენებდა ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიბრძნე თემასთან დაკავშირებით:,,ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან"

    ReplyDelete