Sunday, October 20, 2013

პირველი მოდულის რეფლექსია

წიგნი რომ შეუცვლელია, ამ საკითხზე დავა სისულელედ მიმაჩნია, მაგრამ დღეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლისათვის კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია. ამაში, კიდევ ერთხელ,  დამარწმუნა ტრენინგმა.
ძალიან მინდოდა ჩემს პრაქტიკაში დამენერგა პროექტებით სწავლება. პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს ტრენინგი ძალიან მჭირდებოდა.
პირველ დღეს განვსაზღვრეთ ტრენინგის მიზანი, გავეცანით პორტფოლიოს შემადგენელ კომპონენტებს. შევქმენით საქღალდეები ჩვენი პორტფოლიოსათვის, შევასრულეთ სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაო, დავეუფლეთ ისეთ უნარებს, რომლებიც მომავალში გაგვიადვილებს კომპიუტერთან მუშაობას.
მეორე დღეს ვიმუშავეთ პუბლიკაციის შექმნაზე. ინდივიდუალურად შევქმენი პუბლიკაცია: ბროშურა, ბუკლეტი, საგაზეთო სტატია და ა.შ. მუშაობის პროცესი იყო უაღრესად საინტერესო და შედეგიანი.


2 comments:

  1. ქალბატონო შორენა, უღრმესი მადლობა ტრენინგისათვის. არ შემიძლია აღუნიშნავი დავტოვო თქვენი მონდომება , სურვილი, რაც შეიძლება მეტი გესწავლებინათ ჩვენთვის. ამ ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ვფიქრობ, ეს ტრენინგი ყველაზე ნაყოფიერი იყო იმ ტრენინგთა შორის, რომელიც მომისმენია. დიდი მადობა პროექტის ხელმძღვანელებს. პროექტებით სწავლება, ნამდვილად საჭიროა მოსწავლეებისათვის, რათა მათ განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები და ჩამოყალიბდნენ საზოგადოების კონკურენტუნარიან და სრულფასოვან წევრებად.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete